მარსელში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ინფორმაციას ისლამისტურ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო ავრცელებს.
თავდასხმა, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მარსელის რკინიგზის სადგურზე მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.
