LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელიც წუხელ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ დააკავეს, გათავისუფლებულია

35

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელიც წუხელ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ დააკავეს, გათავისუფლებულია.

როგორც მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, მათთვის ცნობილია, რომ ბექა წიქარიშვილი გაათავისუფლეს, თუმცა სად იმყოფება ამ დროისთვის, უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბექა წიქარიშვილი საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი.

წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები