LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Telegraph: “ლამაზი ქალი ჯანმრთელობისთვის მავნებელია”

134

“ლამაზ ქალთან 5 წუთიანი ურთიერთობა იწვევს სისხლში კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის აწევას. აღნიშნული ჰორმონი კი დაკავშირებულია გულის დაავადებებთან”,- ამის შესახებ “ტელეგრაფი” ვალენსიას უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.

მეცნიერების განმარტებით, მომხიბვლელ ქალთან ურთიერთობა მამაკაცების თავდაჯერებულობას აქვეითებს.

ამ თემაზე, ვალენსიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 84 მამაკაცი მონაწილეობდა.

მონაწილეები ინდივიდუალურად შედიოდნენ ოთახში, სადაც იაპონური თამაში – სუდოკუ უნდა ამოეხსნათ.

ასევე, გამოსაცდელ ოთახში მათთან ერთად იმყოფებოდა მომხიბვლელი ქალი.

საბოლოო დასკვნის მიხედვით, ლამაზ ქალთან ოთახში მოხვედრის შემდეგ, კვლევაში მონაწილე მამაკაცების სისხლში კორტიზოლის დონე მატულობდა, ხოლო მანამდე ნორმაში იყო.

მედიკოსების განცხადებით, გარდა უარყოფითი შედეგებისა, კორტიზოლის მცირე დოზით გამომუშავება ორგანიზმისთვის სასარგებლოა. თუმცა, ქრონიკულად აწეული სტრესის ჰორმონი, გულის დაავადებებს, დიაბეტს, ჰიპერტენზიას და იმპოტენციას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები