LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თიბისი გალერეაში”, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

1156

“თიბისი გალერეაში”, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

ალბომი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა. მასში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, როგორც 6-11 წლის ასაკში, ფანქრითა და ტუშით შესრულებული უნიკალური ნახატები, ასევე სხვადასხვა წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები (“ვეფხისტყაოსანი”, ფრანგულ ენაზე გამოცემული “დათა თუთაშხია” და სხვ.) და სახარების მინიატიურები.

ალბომის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ტილოები. გამოფენა 27 ოქტომბერს 15:00 საათამდე გაგრძელდება.

14732257_1088664334515173_8430767442702748467_n

14708238_1088664201181853_4908451704227848343_n

14702487_1088664151181858_2733257026742812728_n

14702370_1088664081181865_5877384337405667049_n

14690922_1088664074515199_2686518880037327918_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები