თიკა ფაცაცია ვარცხნილობასთან დაკავშირებით მუდმივად მიმართავს ექსპერიმენტებს და ბევრნაირი თმის ფერი ჰქონია. ახლა კი გადაწყვიტა, თმა დაეხუჭუჭებინა. მისმა ახალმა იმიჯმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თიკა ფაცაცია:
ისე, ერთჯერადად ვცადე, ანუ ეს დახვევა არ გახლავთ პერმანენტული. მე ხომ სიახლეები მიყვარს და მოვსინჯე. მხოლოდ შემდეგ დაბანამდე გაძლებს, შემდეგ ისევ ჩემი თმა დამიბრუნდება.
ზოგადად, გარეგნობასთან დაკავშირებით გიყვარს ექსპერიმენტები და რომელი იყო ყველაზე წარმატებული?
გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტს მხოლოდ თმებზე ვრისკავ (იღიმის). ექსპერიმენტი ხო ისედაც დროული ცნებაა, იმ მომენტში ვიხდენ, მერე მბეზრდება და ვუბრუნდები ძველს. ქერა თმა კი მენატრება და ალბათ, ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ექსპერიმენტი.
თავის მოვლისთვის სხვადასხვა პროცედურას მიმართავ?
მოვლის პროცედურებს, რა თქმა უნდა, მივმართავ, თუმცა იქაც სულ ვეძებ ნაკლებად ინვაზიურ მეთოდებს. ასაკს მაინც ვერ გავექცევი და გრავიტაციას (იღიმის), ასე რომ ჩემი სილამაზის რეპცეპტი მარტივია – ნიღბები, ძილი და ჯანსაღი კვება.
ნინო მურღულია