მომღერალი თიკა ჯამბურია რუსთაველზე ცხოვრობს, როგორც თავად აღნიშნავს გამოქვეყნებულ ვიდეოში, მეექვსე სართულზე, მის სახლთან, მიბჯენით, “პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს. თიკამ შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე მშენებლობა ჩანს. მომღერალი ამბობს, რომ მისი მეზობლები ამ მშენებლობის გამო ვეღარ სუნთქავენ.
თიკა ასევე სტატუსს აქვეყნებს, სადაც დავით ნარმანიას შინ ეპატიჟება ამ ყველაფრის დასათვალიერებლად.
“დავით ნარმანია/David Narmania გეპატიჟებით ჩემთან ყავაზე… მინდა, ჩემი აივნიდან პირდაპირ თქვენი პანორამა თბილისის მშენებლობაზე გადაგიყვანოთ და გზაში ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მე და ჩემმა შვილმა ცხოვრება უზარმაზარი კედლის ქვეშ, უმზეოდ, უჰაეროდ და გამწოვის გამონაბოლქვის ოხშივარში, რომელიც ზუსტად ჩემი აივნის ქვეშ ყენდება… გელოდებით….”
[fbvideo link=”https://www.facebook.com/jambiko/videos/10153976056655163/?autoplay_reason=ugc_default_allowed&video_container_type=4&video_creator_product_type=0&app_id=6628568379&live_video_guests=0″ width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]