LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა საკუთარი რელიგიური რწმენის გამო შვილი დაივიწყა

718

ტომ კრუზისთვის კარიერა შვილზე მნიშვნელოვანია, ამის შესახებ მსახიობთან დაახლოებულმა პირმა ტაბლოიდებს ანონიმურად უამბო. მისი ინფორმაციით, კრუზმა შვილის არსებობაც კი დაივიწყა და აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფილმის გადაღებაზე, მუდმივად მოგზაურობს. მსახიობს საკუთარი 9 წლის შვილი უკვე 800 დღეა, არ უნახავს. ამასთან, კრუზი ცდილობს, არსად შეხვდეს ყოფილ ცოლს, კეტი ჰოლმსს.

„მას არ სურს იყოს მისი შვილის, სურის ცხოვრების ნაწილიც. კეტი ცდილობს, იყოს კარგი დედა, თუმცა მამის შეცვლა მას არ შეუძლია. ტომი შვილთან ერთად 2 წელია უკვე არავის უნახავს,“ – ამბობს ტაბლოიდების წყარო.

კრუზისა და მისი ოჯახის წევრების ურთიერთობაზე მსახიობის საიენტოლოგიით გატაცებამაც იმოქმედა, კეტი მისი ყოფილი ქმრის სარწმუნოების სასტიკი წინააღმდეგია, ამიტომ ეკლესია კრუზისგან მოითხოვს, ყოფილი ცოლისგან და შვილისგან თავი მაქსიმალურად შორს დაიჭიროს.

ჟურნალი In Touch წერს, რომ როდესაც კრუზი ფილმ Mission Impossible – Rogue Nation-ის პრემიერისთვის ნიუ-იორკში იმყოფებოდა, მას შეეძლო, საკუთარი შვილი ენახა, თუმცა მსახიობს ამისი სურვილი არ გასჩენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები