LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტონი და იუპი: გერმანიაში საუკეთესოები გამოავლინეს

66

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Kicker-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა: ეს გახლავთ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი.

გამოკითხვა გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს შორის ჩატარდა. კროოსმა 185 ხმა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა “ფრაიბურგის“ ფორვარდმა ნილ პეტერსენმა, მესამე „შალკეს“ მცველმა ნალდომ.

აღსანიშნავია, რომ შარშან, ამ გამოკითხვაში კროოსმა მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ ტონის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა აჯობა.

გერმანიის საუკეთესო მწვრთნელი გახდა “ბაიერნის” დამრიგებელი იუპ ჰაინკესი. ასევე ჟურნალისტების გამოკითხვაში ჰაინკესმა (91 ხმა) აჯობა დომენიკო ტედესკოს (“შალკე”, 89 ხმა) და ნიკო კოვაჩს (“აინტრახტი“, 77 ხმა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები