LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ვაჟის ახალი შეყვარებული მელანია ტრამპის ორეულია (ფოტო)

285

დონალდ ტრამპის 40 წლის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი მეუღლეს გაზაფხულზე დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს 13 წლიანი თანაცხოვრებიდან ხუთი შვილი ჰყავს, მათ განქორწინება გადაწყვიტეს. თავდაპირველად ამის მიზეზად  ტრამპის დეპრესია დასახელდა, თუმცა, უკვე ივნისში ცნობილი გახდა, რომ 40 წლის დონალდ ტრამპ უმცროსს ახალი რჩეული ჰყავს და ეს 49 წლის ტელეწამყავნი კიმბერლი გილფოილია. უწინ კიმბერლი აქტიურად იყო დაკავებული სამოდელო კარიერით და Victoria’s Secret-თან თანამშრომლობდა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული.

მედიაში კი წერენ, რომ ტრამპი უცმროსის ახალი რჩეული საოცრად ჰგავს მელანია ტრამპს. მასაც პირველი ლედის მსგავსად მკვეთრი მაკიაჟი და ფერადი სამოსი უყვარს. კიმბერლი გილფოილი ტრამპმა ოჯახს უკვე გააცნო, წყვილი ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ რომანტიკულ ფოტოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები