LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტრეფიკინგის მსხვერპლთა ორგანოების საწყობს ჰგავს.. არ ვარგა რა”

341

სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სამ ნაგებობას – მუზეუმს, გესთჰაუზსა და არტჰაუზს მოიცავს, ნაწილობრივ გაიხსნა.

ახალი შენობა მისი არქიტექტურიდან გამომდინარე თბილისელებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

მის ფასადზე ფოტოგრაფი გიორგი დადიანი წერს.

“15 წლის წინ თამაშებზე რომ ვიდეო კარტა ვერ გიქაჩავდა და დაბალ გრაფიკაზე გქონდა გაშვებული ეგეთ ვიდზეა ეს შენობა, ალმაატის მასტიკის ცეხს ჰგავს, ჯოჯოხეთის გარეუბანში რომ დისპენსერი დაჭირდეთ ამას დადგავდნენ, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ორგანოების საწყობს ჰგავს, ყველაზე ცუდი 3D-შნიკის ყვირილით გამომღვიძებელი ღამის კოშმარია, ფანტაზიის მორგს ჰგავს, გლეხი კაცისთვინ რომ არავინ არ არის ამ შენობის გამოა, ქობულეთიდან ბათუმში რომ გადადიხარ და მწვანე კონცხზე რომ ფაიფურის ლეოპარდები იყიდება იმათზე ცუდია, ოზონის ხვრელის გაფართოებას აჩქარებს, ეს უფრო დიდ იჟოგას იძლევა ვიდრე ჩებურეკი, ქართული ტრეშ მულტფილმების გამხმოვანებელთა პანსიონატია, მშრალ ხიდზე გასაყიდი ყველა შანდალი უფრო დახვეწილია დიზაინით ვიდრე ეს, ორადორმა მეგობარმა ორმა ჯუჯამ ერთმანეთს კოლუმბიური ჰალსტუხი გაუკეთეს ამ შენობაში, კაროჩე არ ვარგა რა”, – წერს დადიანი სოციალურ ქსელში.


რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში გასულ საუკუნეში სასტუმრო „ინტურისტი“, ბოლო დროს კი მხატვრის სახლი იყო განთავსებული. ნაგებობა 1991-1992 წლების მიჯნაზე თბილისის ომს ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები