LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიო “მანდილის” რუსულენოვანი მიმართვა მოსკოვში, კონცერტის წინ, ქართულ სოცქსელში კრიტიკის საგანი გახდა

832

როგორც მოგეხსენებათ, ტრიო “მანდილი”, უცხოელი პროდიუსერების ხელშია. გოგონებმა ახალი ალბომი გამოსცეს, რომელიც ინტერნეტით იყიდება და საკონცერტო პროგრამაც შეადგინეს, სადაც თავიანთი თაყვანისმცემლებისთვის ნაცნობი თუ უცნობი კომპოზიციებიც მოხვდა. ტრიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მცირე თუ დიდი აუდიტორიების წინაშე, საკონცერტო გამოსვლებიც აქვს და სიმღერებით სხვადასხვა ქვეყნის ტელეეთერებსაც სტუმრობენ . მცირე ხნის წინ მათი პროდიუსერის მიერ დაწერილი ქართულენოვანი სიმღერა, რომელიც “ევროვიზიისთვის” შეიქმნა,საქართველოში  კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა.  ტრიო “ევროვიზიაზე” ვერ მოხვდა, სიმღერამ კი, კრიტიკის მიუხედავად, ბევრი ნახვა დააგროვა.

ახლა კი ტრიო “მანდილს” ქართულ “ფეისბუქზე” კიდევ ერთი გამოცდა ელის. საქმე ისაა, რომ გოგონები, როგორც ჩანს, საკმაოდ ცუდად საუბრობენ რუსულად, რის გამოც ისინი კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში. მათ მოსკოვში ერთ-ერთ კლუბში კონცერტის წინ ჩაწერეს ვიდეომიმართვა, სადაც რუსულ ენაზე  გამართული წინადადებების თქმას და მსმენელის ღონისძიებაზე მიპატიჟებას, ამაოდ ცდილობენ. ეს ვიდეო მათ ოფიციალურ “ფეისბუქ’-გვერდზე დევს. მას ქართულ სოცქსელში უკვე აქვს უარყოფითი რეზონანსი . აშკარაა, რომ პროდიუსერების მიზანია, აჩვენონ, როგორ ვერ საუბრობენ გამართულად გოგონები რუსულ ენაზე, რაც ძალიან ხშირად, რუსების მხრიდან ქართველების დაცინვის საგანი ხდება   ხოლმე.

 

https://www.facebook.com/triomandili.band/videos/1224168754381984/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები