LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის საზარელი ავარიიდან თითქმის სამი თვე გავიდა: გადარჩენილი ხატია და მეხსიერებიდან ამოშლილი ტრაგედიის დღე

197
ზხცვბნ

ყველას კარგად გვახსოვს, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში მომხდარი ავარიავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მას შემდეგ, თითქმის სამი თვე გავიდა. თუმცა, საზოგადოებას ყოელთვის აინტერესებს გადარჩენილების მდგომარეობა. 

ჟურ­ნა­ლის­ტი, მარი ჯა­ფა­რი­ძე სოციალურ ქსელში, შა­ტი­ლის ავა­რი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ფოტოს თანდართული აქვს პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ეს გოგო? ეს გოგო მე­ო­რედ და­ი­ბა­და. ეს გოგო მე­ო­რედ და­ბა­დე­ბის მერე კი­დევ ერთხელ მოკ­ვდა, როცა დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­ი­გო და ისევ და­ი­ბა­და და გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა.

ეს გოგო დე­დას გა­დარ­ჩე­ნი­ლი იმე­დია.

ეს გოგო დე­დის ლოც­ვამ, სხვა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ლოც­ვამ გა­და­არ­ჩი­ნა და შვილმკვდა­რი დედა უფრო მუქ ძა­ძებ­ში არ გახ­ვია. ეს ის გო­გოა ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­მა, რომ გა­მო­ვი­ტი­რეთ, რად­გან გვი­თხრეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

..და გა­ვი­ხა­რეთ ძა­ლი­ან მალე იმით, რომ სუნ­თქავ­და. მერე რა, რომ კო­მა­ში იყო, მერე რა, რომ ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. მა­ინც, გვი­ხა­რო­და და სულ ციც­ქნა იმედს ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. ოღონდ ესუნ­თქა, ოღონდ აქ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ­თან.

ეს ის გო­გოა, რო­მელ­მაც გა­უძ­ლო ყვე­ლა­ფერს და სუნ­თქავს, და­დის, იღი­მის და კე­თი­ლი თვა­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად უციმ­ცი­მებს. თუმ­ცა, ის დღე.. ის სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის დღე მის­მა ტვინ­მა დაბ­ლო­კა. არა­ფე­რი ახ­სოვს, სულ არაფე­რი. 23 აგ­ვის­ტო, როცა შა­ტი­ლის ტუ­რი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ეშ­ვა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის მისი და, მე­დე­აც მთლი­ა­ნად ამოშ­ლი­ლია მისი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან. ეს ის გო­გოა, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი რო­მაა და გა­დარ­ჩა. ეს ის გო­გოა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი რომ იქ­ნე­ბა. ეს ხა­ტი­აა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები