LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში პიკეტირება გრძელდება – საარჩევნო პროცესი კვლავ შეწყვეტილია

73

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “აუდიტორია 115”-მა დაიკავა ყველა აუდიტორია, სადაც თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა. საარჩევნო პროცესი კვლავ შეჩერებულია, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილის განმარტებით, არჩევნები არ ჩაიშლება და ლეგიტიმურად ჩაითვლება, რადგან 10-დან 1 საათამდე მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი.

“აუდიტორია 115” კი ეგნატაშვილს არ ეთანხმება – სტუდენტები ამბობენ, რომ ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო თვითმმართველობის არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის მე-6 კორპუსის აუდიტორი 115-ის წევრების მიერ პიკეტირებას თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია გამოხმაურა.

„ვიმედოვნებ, რომ ორშაბათს აუცილებლად აღდგება სასწავლო პროცესი, რამეთუ განათლების რეფორმისკენ მიმავალი გზა არ ითვალისწინებს სასწავლო პროცესის ჩაშლას. სხვა შემთხვევაში, უნივერსიტეტს აქვს სხვა კორპუსები და შეიძლება იქ გადავიტანოთ ლექციები და სტუდენტები არ დაზარალდებიან. მაგრამ მე მჯერა ჩვენი სტუდენტების, რომ ისინი არ შეაფერხებენ სასწავლო პროცესს“- განაცხადა თამარ დოლბაიამ.