LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს ახალი რექტორი ჰყავს – აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია 4 წლით აირჩია

182
ჯაბა სამუშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს – აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია 4 წლით აირჩია. აღნიშნულზე განცხადება კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა და ის მოქმედი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია იყო.

ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვის ვადით დაინიშნა, თუმცა კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოცხადდა.

პოპულალურები