LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ეს იყო თაღლითობა, საინტერესოა ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის – მამუკა ბახტაძე “ენმ”-ს პასუხობს

36

“ნაციონალური მოძრაობისთვის” შემოწირულობის სახით გადარიცხულ 20 00 ლარზე პრემიერმინიტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განმარტება დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პირადად მას “ნაციონალური მოძრაობსითვის” თანხა არ გადაურიცხავს და მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული.

“2012 წელს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო “ქართული ოცნების” დაფინანსება “ნაციონალურმა მოძრაობამ” კანონი შეცვალა და იურიდიულ პირს არ ეძლეოდა პარტიის დაფინანსების შესაძლებლობა, ამიტომ ტექნიკურად ხდებოდა ფიზიკური პირების ანგარიშის გამოყენება და ასეთი არის 30 000 ათას ადამიანზე მეტი. თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნული განცხადება მამუკა ბახტაძემ სალომე სამადაშვილის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პრემიერმინიტრობის კანდიდატი თაღლითობაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები