LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კონტრაქტს გააგრძელებ 40 მილიონს მოგცემთ: მესის ელოლიავებიან

86

“ბარსელონა” ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაუხდის.
ყველაზე იოლი მილიონები არგენტინელი ვარსკვლავისთვის.

კატალონიური კლუბი უფრო და უფრო ცდილობს გუნდისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურის შენარჩუნებას, როგორიც ლეო მესია. არგენტინელს ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება და ”ბარსელონა” მზადაა ”ოქროს ბურთის” ხუთგზის მფლობელს ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ, ბონუსის სახით 40 მლნ ევრო გადაუხადოს.

”მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები შეთანხმდებიან, არგენტინელი ვარსკვლავი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

2016 წლის მეორე ნახევარში ”ბარსელონამ” 64 მლნ ევრო დახარჯა ნეიმართან, ხავიერ მასკერანოსა და სერხიო ბუსკეტსთან ხელშეკრულებების გასაგრძელებლად. რასაკვირველია, ამ თანხის უდიდესი ნაწილი ბრაზილიელმა მიიღო.

კატალონიური გრანდის რიგებში ლეო მესის 28 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა და 8 ლა ლიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები