LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ნახავთ ჩანაწერს, ვცდილობ, სიცილი შევიკავო” – რა რეაქცია ჰქონდა კელის ოჯახს ცნობილი კურიოზის შემდეგ

115

ოჯახი, რომელიც გასულ კვირას ინტერნეტში ყველაზე პოპულარული გახდა, ისეთივე დადებითი აღმოჩნდა, როგორიც ყველას გვეგონა.

პროფესორი რობერტ კელი ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც „სკაიპით“ „ბიბისის“ ეთერში ჩართვისას მის ოთახში შვილები შევიდნენ, შემდეგ კი მათი გაყვანა დედამ ძალიან „უცნაურად“ სცადა.

„ვიდეო ისევე ვნახე, როგორც ყველა სხვამ. ჩემმა ცოლმა მოულოდნელ სიტუაციას თავი საუკეთესოდ გაართვა, ძალიან სასაცილო იყო. თუ ნახავთ ჩანაწერს, ვცდილობ სიცილი შევიკავო,“ – ამბობს „ვოლ სტრიტ ჯორნალთან“ პროფესორი.

კელი სამხრეთ კორეაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობდა, როდესაც სრულიად მოულოდნელი ამბები დაიწყო მის ოთახში – თავდაპირველად, შემოვიდა უფროსი გოგონა ცეკვით, შემდეგ კი – უმცროსი ბავშვი ჭოჭინით. რამდენიმე წამში ოთახში გაჩნდა დედა, რომელმაც სცადა ბავშვები ისე გაეყვანა, რომ კადრში არ მოხვედრილიყო, თუმცა არ გამოუვიდა და ეს ყველაფერი იმდენად სასაცილო იყო, რომ ყველა ჩვენგანმა ცრემლებამდე იცინა.

„რობერტი, როგორც წესი, კარს კეტავს ხოლმე. ბავშვები უკან ბრუნდებიან ჩემთან, რადგან კარი დაკეტილი ხვდებათ და ოთახში ვერ შედიან. ამჯერად, რადგან უკან არ დაბრუნდნენ, გავხედე და ვნახე, რომ კარი დაკეტილი არ იყო, ვცადე, ისინი უკან გამომეყვანა,“ – ამბობს კელის ცოლი კიმ ჯუნგ-ა.

პროფესორის ცოლის თქმით, როდესაც მისი ქმარი „ბიბისის“ეთერში ერთვებოდა, ის ბავშვებთან ერთად უყურებდა ინტერვიუს მეზობელ ოთახში, ტელევიზორით. თუმცა, კადრი დაგვიანებით მიდიოდა და ამიტომ, ბავშვების ოთახში შესვლა დროულად ვერ დაინახა.

ასევე, კელი ჰყვება, რომ მის ქალიშვილს, მარიონს დაბადების დღე ჰქონდა, მამის „ბიბისის“ ეთერში ჩართვის დღეს 4 წელი შეუსრულდა და სკოლის წვეულებიდან საცეკვაო განწყობით დაბრუნდა სახლში. სწორედ ამიტომ შევიდა ცეკვით იმ ოთახშიც, საიდანაც მამა პირდაპირი ეთერით მსოფლიოს ესაუბრებოდა.

„ვოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში ჩანს, როგორი თბილი ურთიერთობა აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან და ბავშვებიც უზომოდ მომხიბვლელები და საყვარლები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები