LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული – შს მინისტრის პირველი კომენტარი

43

თუ საჭირო გახდება, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული და საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, ახლა მივემგზავრები ბათუმში – განაცხადა შს მინისტრმა, რომელიც ამ წუთებში ტოვებს თბილისს.

„მივემგზავრები ბათუმში, რომ ადგილზე გავერკვე შექმნილ ვითარებაში. გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, გამეთავისუფლებინა დაკავებულები.

მიუხედავად იმისა, რომ გავათავისუფლე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ისინი წარდგებიანს სასამართლოს წინაშე.

რაც ბათუმში ხდება, მიუღებელია და ამაზრზენი. მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას და სამართალდამცველთა მუშაობას.

ვინც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი,“ – განაცხადა შს მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები