LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უცნობი ადამიანი ტელეფონზე გკითხავთ “გესმით ჩემი?” – სასწრაფოდ გაუთიშეთ

53

თუ ტელეფონით დაგირეკავენ და გკითხავენ, „გესმით ჩემი?“, უპასუხეთ ან „არა“, ან – მაშინვე გაუთიშეთ, – ბრიტანეთის მოსახლეობა ამის შესახებ კომუნიკაციის ფედერალურმა კომისიამ გააფრთხილა.

თუ პასუხი იქნება „დიახ“, თაღლითებს ექნებათ ხმოვანი „ხელმოწერა“, რომელიც კანონიერად ჩაანაცვლებს მის პასტით გაკეთებულ ხელმოწერას.

უწყების ინფორმაციით, თაღლითები სხვადასხვა გზით ცდილობენ, სხვის ფულს დაეუფლონ. ამიტომ, მოუწოდებენ მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ ნებისმიერი საეჭვო სატელეფონო ზარის დროს, არასოდეს გაამჟღავნონ პირადი, ან ფინანსური ინფორმაცია;

“პოლიცია, ან ბანკის წარმომადგენლები არასოდეს გთხოვენ, უთხრათ თქვენი პინ-კოდი, ან – გამოიტანოთ ანგარიშიდან ფული და გადარიცხოთ „დაცულ“ ანგარიშზე,” – აღნიშნულია კომუნიკაციის ფედერალური კომისიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები