LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში რუსეთის ელჩი გარდაიცვალა – რუსული მედია

44

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი თავდასხმისას მიღებული ჭრილობების შედეგად ანკარაში გარდაიცვალა, ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალურად დაადასტურა მხოლოდ ის, რომ 62 წლის დიპლომატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ელჩზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

თავდასხმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოხდა, სადაც ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“ გაიხსნა. თვითმხილველების თქმით, შენობაში შევიდა შეიარაღებული ადამიანი.

„სიენენი“ წერს, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა „არ დაივიწყოთ ალეპო!“ და „ალლაჰუ აკბარ!“, ამის შემდეგ კი რუსეთის ელჩს ესროლა. ამ დროისთვის კარლოვი სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

კარლოვი თურქეთში ელჩად 2013 წელს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები