LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

98

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 26, 28 და 31 წლის მამაკაცს ბრალად სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ.

გამოძიების ცნობით, საქართელოს მოქალაქეებმა 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, დამნაშავეების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

სამართალდამცავების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ისინი კარის საკეტს ხსნიდნენ. პოლიციის ცნობით, იზმირში გაქურდული 6 სახლის კარი იდენტური მეთოდით არის გახსნილი.

სამივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები