LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ლირა ვარდნას განაგრძობს

230

ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვა თურქულ ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად აისახება. თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მართებაში ისტორიულ მინიმუამდე გაუფასურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თურქეთისთვის ამერიკულ ბაზარზე თავისუფალი საბაჟო პირობების გადახედვის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს

გუშინდელ ვაჭრობაზე ლირა დოლართან მიმართებაში 5,5%-ით გაუფასურდა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი ეს მაჩვენებელი 27 %-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები