LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

130

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, დაახლოებით, 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა. ამის გამო მდინარე ალაზანი შეგუბდა და ირგვლივ ტერიტორიები, შარშანდელზე მეტად დატბორა.

სპეციალისტების თქმით, 550 მეტრ ფართობზეა წყალი, ხოლო მისი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრამდეა.

“53-ე და 54-ე კილომეტრზე ჩამოწოლილია დიდი ზვავები, რომლის გაჭრაზეც ხვალ დავიწყებთ მუშაობას. კვირის ბოლოს ალბათ უკვე მივალთ 56-ე კილომეტრამდე, სადაც კლდის მასივია ჩამოშლილი და წყალია შეგუბებული. დღეს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით წავედით სპეციალისტები, ინჟინრები და გეოლოგები. გვინდოდა, ადგილზე დაგვეთვალიერებინა სიტუაცია, მაგრამ ნისლი იყო და ვერტმფრენმა ვერ მოახერხა დაჯდომა. იმედია, ამ დღეებში მოვახერხებთ, ადგილამდე მივიდეთ. სამუშაოების სიმძიმის ხარისხზე მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია გითხრათ“, – თქვა შპს „გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა, რომლის კომპანიაც გზის გაწმენდით სამუშაოებზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივნისის დასაწყისში, მეწყრის შედეგად ჩაკეტილი თუშეთის გზის გასახსნელად დაგუბებული ტბა ააფეთქეს. გაწმენდითი სამუშაოების დროს კი შპს ,,გერალის” თანამშრომელი, 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები