LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში სოციალური კაფე გაიხსნება

70

თუშეთში სოციალური კაფის გახსნა იგეგმება – ბიზნეს-გეგმა უკვე მზად არის, პროექტზე მუშაობის დაწყება და კი შესაბამისი თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული. როგორც ”ფორტუნას” პროექტის ავტორმა და ახალგაზრდა მეწარმემ, ნათია გოგოთიძემ განუცხადა, კაფე სეზონური იქნება და მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იმუშავებს.

”გარდა იმისა, რომ კაფეს ჩვეულებრივი კვებითი ობიექტის დატვირთვა ექნება, ის ხელს შეუწყობს თუშური კულტურის პუპულარიზაციას. ვგეგმავ თუში ახალგაზრდების მიერ შექმნილი ბენდის ჩამოყალიბებას, რომელიც  კაფეს მუსიკალურად გააფორმებს.  გარდა ამისა, აქვე მოეწყობა პატარა კუთხე, სადაც ტრადიციული, თუშური ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება”, – აღნიშნა გოგოთიძემ.

მისივე ინფორმაციით,  საწყის ეტაპზე სოციალურ კაფეში 5-6 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. რაც შეეხება, კაფის მოწყობისთვის საჭირო თანხებს, პროექტის ავტორი მათ მოძიებას სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით და გრანტების მიღებით გეგმავს.

”ამ ეტაპზე ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში  „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში”  ვმონაწილეობ, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კი მიღებული თანხა დამეხმარება პროექტის განხორციელება  დავიწყო, შემდეგ  უკვე სხვა თანხების მოპოვებაზეც ვიზრუნებ”,- აღნიშნა ნათია გოგოთიძემ.

მისივე განმარტებით, თუშეთში ტურიზმის კუთხით ყველაზე აქტიური ზონა სოფელი ომალოა, სადაც ახალგაზრდა მეწარმე კაფისთვის ფართის დაქირავებას გეგმავს. ამასთან, სამომავლოდ, გოგოთიძე მზის ბატარეების და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით,  თუშეთში wifi-კუთხის მოწყობასაც აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები