LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვითმხილველები გვწერენ, როგორ აპირებდნენ ადამიანები ფანჯრიდან გადახტომას…“

77

სოციალურ ქსელში სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლების შესახებ ვრცელი პოსტი განთავსდა. როგორც პოსტშია აღნიშნული, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სასტუმროში, სადაც ხანძარი გაჩნდა, თითოეულ სტუმარს შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ.

„ძალიან ბევრი რამ იწერება, იწერება ყველაფერზე…

მაგრამ მეგობრებო, გვინდა ცოტა რამ გითხრათ „ლეოგრანდის“ თანამშრომლებზე, ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისათვის…

მიუხედავად პანიკისა, არეულობისა, არსებული სიტუაციისა, არცერთ მათგანს არ უფიქრია მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არც ერთ მათგანს არ უფიქრია გაქცევაზე და საკუთარი თავის გადარჩენაზე, ყველა ცდილობდა მოქალაქეთა დამშვიდებას, საკუთარი ძალებით, ცეცხლმქრობებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას და ამშვიდებდნენ პანიკაში ჩავარდნილ ადამიანებს, არეულობის პირობებში, იმაზეც კი იფიქრეს, ტერასაზე გაყინული ადამიანებისათვის, გასათბობად გადასაფარებლები გამოეტანათ, და ამ ყველაფერს დაკვამლულ სასტუმროში ახერხებდნენ, სადაც გზის გაკვლევაც კი ძალიან ძნელი იყო…

თვითმხილველები გვწერენ, როგორ აპირებდნენ ადამიანები ფანჯრიდან გადახტომას, თუმცა მენეჯერის (შორენა ბერიძის) დახმარებით, დიდი თხოვნით გადაიფიქრეს და შემდეგ ამ მენეჯერმა გაიყვანა ისინი სასტუმროდან, უსაფრთხოდ, თვითონ კი უკან დაბრუნდა…

ამ დღეს სასტუმროში ქორწილი იყო დაგეგმილი, გამზადებული იყო ფოიერვერკებიც, ერთ-ერთმა მენეჯერმა ისიც კი მოახერხა ეს ფოიერვერკები თავის კაბინეტში წაეღო, რათა ცეცხლი ასაფეთქებლებზე არ გადასულიყო, ამით შესაძლოა, ძალიან დიდი რამ ააცილა თავიდან სასტუმროს და მოქალაქეებს…

მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ადამიანებს, რომლებმაც არსებულ მდგომარეობაში, თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა ან დამშვიდება შეძლეს, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მსხვერპლის რაოდენობა უფრო დიდი არ არის, მადლობა მეხანძრე-მაშველებს, სასწრაფოს თანამშრომლებს, სასტუმროს პერსონალს, მოქალაქეებს და ყველას ამ თავდადებისთვის,

მადლობა, მენეჯერებს, რომლებმაც შენობა ყველაზე გვიან დატოვეს, მას შემდეგ, რაც მოქალაქეების გაყვანა შეძლეს სასტუმროდან…

მეგობრებო, რომ არა თქვენი აქტიურობა და ყურადღება, შესაძლოა, სიტუაცია უფრო მძიმე ყოფილიყო…

ამიტომ, დიდი მადლობა თქვენ ❤“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები