ტელეწამყვანი სონა დევისონ სანჩესი სინგაპურიდან ინტერნეტში ძალიან პოპულარულია. წამყვანი სულ რაღაც 1 წლის წინ ტყუპების დედა გახდა და ამჯერად უკვე იდეალურ ფორმაშია. ქალბატონმა ინსტაგრამზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელში ტყუპები, ტრისტანი და რეიდენი უჭირავს და მართლაც შეუდარებლად გამოიყურება: „საოცარია, რა შეუძლია ადამიანის სხეულს“ – წერს სონა სოციალურ ქსელში.
სონას სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი გამოეხმაურა. კითხვაზე, როგორ დაიბრუნა მან იდეალური ფორმა, ტელეწამყვანს მარტივი პასუხი აქვს. გოგონა დღე და ღამე ვარჯიშობდა და თავს პირობა მისცა, რომ სტერეოტიპებს დაარღვევდა. მისივე თქმით, არაა აუცილებელი იკვებო 2 ადამიანის ნაცვლად, როცა ორსულად ხარ. მნიშვნელოვანია ორსულობისას მოიმატო იმდენი, რამდენიც დაშვებულია და არც ერთი კილოგრამით მეტი.
The day before I gave birth vs today! So amazed by what the human body is capable of 🙌🏼
A post shared by Sonya Davison Sanchez (@sonyadavison) on