LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში’’ სასტუმროს აფართოვებს

355

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი შეემატა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს გაფართოებას შეძლებს.

პროგრამის მხარდაჭერით შპს ,,ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში’’  შეძლებს გააფართოვოს სასტუმრო სახელწოდებით „თვინს ტყუპები“, კერძოდ კი 12 ნომრიან სასტუმროს, კიდევ 12 ოთახი დაემატება. აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდგომ, სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი და საუნა.

სასტუმრო, რომლის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 775 000 ლარს შეადგენს, 2018 წლის სექტემბრის თვეში ამოქმედდება და დამატებით 15-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შპს  ,,ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში’’  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

სასტუმროს გაფართოება თელავში, სოფელ ნაფარეულში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები