LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვიავში ძმების დაჭრაში მხილებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

60

სოფელ ტყვიავში 20 და 22 წლის ძმების დაჭრაში მხილებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.  პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანა. ასევე, ნივთმტკიცების სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა.

ვინაიდან მხილებულსაც აქვს ფიზიკური დაზიანებები მიღებული, მომხდარის სრულყოფილი სურათის შესაქმნელად სამართალდამცველებმა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. რაც შეეხება დაშავებულ ძმებს, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. გამოძიება 117-ე და 118-ე მუხლებითაა დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები