LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი კვლევით, ასპირინი კიბოს განვითარების რისკს ორჯერ ამცირებს

177

გამოცემა „ტელეგრაფი“ კიდევ ერთი ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ისტორიაში უპრეცედენტოა. ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ასპირინის დოზირებული მიღება, რაც დღიურად 80 მილიგრამს გულისხმობს, ორჯერ ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკს. მედიკამენეტი განსაკუთრებით ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ორგანოების სიმსივნეების პრევენციისთვის და ასევე, ლეიკემიისა და ფილტვების კიბოს რისკის შემთხვევებში.

კვლევაში 600 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გაირკვა, რომ ასპირინის სისტემატიურმა მიღებამ კიბოს განვითარების რისკი 24%-47%-ით შეამცირა. აქვე საინტერესოა, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის სიმსივნეების რისკი 47%-ით, კუჭქვეშა ჯირკვალის სიმსივნის რისკი 14%-ით, ლეიკოზის 24%-ით, ხოლო ფილტვის კიბოს რისკი 35%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატს მსოფლიოში უამრავია ადამიანი მოიხმარს და ის ძირითადად ანთებითი პროცესების სამართავად და ტკივილის გაყუჩების მიზნით მიიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები