LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ „დანკინი” – Dunkin Donuts სახელს იცვლის

385

უბრალოდ „დანკინი” – ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin Donuts-ი სახელწოდებას  შეიცვლის.

როგორც უცხოური მედია იუწყება, სახელის ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. სწორედ ამ პერიოდიდან, Dunkin Donuts-ს მხოლოდ Dunkin დაერქმევა.

კომპანიის გადაწყვეტილებით, მის საფირმო პროდუქტს Donuts-ს, ანუ ფუნთუშას დასახელებიდან ამოიღებენ, თუმცა ფუნთუშა, როგორც პროდუქტი, ცხადია, დარჩება Dunkin Donuts-ის მენიუში. ამერიკული რესტორნების ქსელში ხაზგასმით განმარტავენ, რომ დონატების წარმოებას არ შეწყვეტენ და ამ მიმართულებით მუდმივად ექნებათ სიახლეები მომხმარებლისთვის. რაც შეეხება ახალ სახელს, ის კომპანიას დაეხმარება გაიმყაროს თავისი პოზიციები ყავის ბაზარზე.

ცნობისთვის, ამერიკული რესტორნების ქსელი ბაზარზე 1950 წელს გამოჩნდა. დღეისათვის მსოფლიოს 36 ქვეყანაში Dunkin Donuts-ის 12 000 რესტორანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები