LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩვეულო ფსონი: გამოუცხადებენ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს

111

ბუქმეკერებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ფსონების მიღება დაიწყეს. სხვადასხვა საბუქმეკერო ფირმებში რომელიმე მონაწილე ნაკრების მიერ ჩემპიონატზე არჩასვლის შანსები 10.0 კოეფიციენტით ფასდება. ფსონებს მუნდიალის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით რუსული საბუქმეკერო კანტორებიც იღებენ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ბოიკოტი უკვე გამოუცხადა დიდმა ბრიტანეთმა, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ოფიციალურ პირებს და სამეფო ოჯახის წევრებს ეხებათ, რომლებიც ტურნირს არ დაესწრებიან. მიუხედავად ამისა, ბრიტანული მხარე მსოფლიო პირველობის სრულ ბოიკოტსაც არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელებს საფრთხე დაემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები