LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფერული ყავა – ახალი გამოგონება მათთვის, ვისაც ნადები აწუხებს

90

სლოვაკებმა უფერული ყავა გამოიგონეს. პორტალ „360TV“-ს ცნობით,  ახალი სასმელი უნიკალურია – ის ლაქებს არც კბილებზე და არც ტანსაცმელზე ტოვებს.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალ ყავას ტრადიციული ყავის თვისებები მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული – მას იგივე რაოდენობით კოფეინი და ჩვეულებრივი ყავის გემო აქვს.

უნიკალური სასმელი ძმებმა დევიდ და ადამ ნადებმა შექმნეს და მათი განცხადებით, ამ ნაბიჯის გადადგმა მათ ყავის სიყვარულმა და მისი მირთმევის შემდეგ დატოვებულ ნადებთან ბრძოლამ აიძულა. აღსანიშნავია, რომ ახალ პროდუქტს შაქრის ან რძის დამატება არ სჭირდება, რადგან ყველაფერს შეიცავს და ბაზარზე სწორედ მზა სახით იყიდება.

როგორ ამზადებენ სასმელს კომპანიაში არ ამჟღავნებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ისეთ მეთოდს იყენებენ, რომელიც აქამდე არ გამოიყენებოდა.

ყავა 4 დოლარად იყიდება, ის CLR CFF – ბრენდის ქვეშ გამოდის და სულ რაღაც 4 კალორიას შეიცავს. მისი შეძენა დიდი ბრიტანეთის მაღაზიების გარდა ონლაინ მარკეტის მეშვეობითაც შესაძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები