LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკეთესია, აღარ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ტერორისტის დედა ვიყო” – 20 წლის გოგონა ISIS-ს შეუერთდა

81

41 წლის შახლა ბოჩკარიოვა, რომელიც რუსეთში სურგუტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობს, ამბობს, რომ მან 20 წლის წინ მონსტრი გააჩინა – შახლას ქალიშვილი, ფატიმა ჯაფაროვა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი გახდა.

ფატიმას ქცევაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ინტელექტითა და სასიამოვნო გარეგნობით, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე დედამ ცვლილებები შენიშნა.

გოგონამ შეწყვიტა დედასთან საუბარი, თავსაბურავის გარეშე აღარ დადიოდა და 2013 წლის დეკემბერში შახლას განუცხადა, რომ ისლამით იყო დაინტერესებული.

წელს კი, აპრილში, დედამ აღმოაჩინა, რომ უკვე სამი თვეა ფატიმა უნივერსიტეტში აღარ სწავლობს.

ერთ დღეს, ოჯახს ესტუმრა მამაკაცი, რომელმაც შახლას თავი აბდულად გააცნო. ბოჩკარიოვა ამბობს, რომ აბდულა, დაახლოებით, 36 წლისას ჰგავდა, თუმცა, შესაძლებელია, მეტისაც ყოფილიყო. მას სამი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, ერთ-ერთი ცოლი კი ორსულად იყო. აბდულამ განუცხადა ბოჩკარიოვას, რომ მისი ქალიშვილის ცოლად შერთვა სურდა, რადგან მას და ფატიმას ერთმანეთი უყვარდათ. შახლას უარის შემდეგ აბდულა დაემუქრა, რომ ბოჩკარიოვას მსგავს ურწმუნოებს მისი ძმები თავებს მოაჭრიდნენ.

მოგვიანდებით სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ აბდულა ჯიჰადისტი იყო, რომელიც ადამიანების გადაბირებაზე მუშაობდა.

ამის შემდეგ მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა.

ფატიმამ ჰიჯაბის ტარება დაიწყო და მუშაობაზე უარი განაცხადა, რადგან ეს „ცოდვა იქნებოდა“.

„ვუყურებდი და ვეღარ ვცნობდი მასში ჩემს შვილს. ის მხოლოდ ფიტული იყო, აღარც სული, აღარც ფიქრი, აღარც გული მას აღარ ჰქონდა,“ – ამბობს ბოჩკარიოვა.

გოგონა რომ არ გაქცეულიყო, დედამ ის გამათბობლის რადიატორზეც კი დააბა ჯაჭვით, თუმცა ფატიმამ გაქცევა მაინც მოახერხა – ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გადაძვრა, შემდეგ კი მოსკოვში გაფრინდა.

ფატიმა იმყოფებოდა ერაყსა და სირიაში.

რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე დაწერა, რომ სისხლისღვრა საფრანგეთში „მისმა ძმებმა მოაწყეს.“

„უკეთესია, აღარ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ტერორისტის დედა ვიყო. საშინელებაა იმისი გააზრება, რომ მონსტრი გავაჩინე. ფატიმას ისინი ცოცხალს არ დატოვებენ. მისი სიცოცხლის ფასი ტყვიაა. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავ,“ – ამბობს ტერორისტი გოგონას დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g