LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ

27

უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ტელესიუჟეტებს ამზადებენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების მოწვევით რეგიონს უკრაინაში პოპულარული ტელეარხების “1+1”-სა და “UA-First” გადამღები ჯგუფები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

ჟურნალისტებმა უკვე გადაიღეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასები, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე მოამზადებენ სიუჯეტებს, თუ რა სიახლეები დახვდება ტურისტებს აჭარაში და როგორ ემზადება რეგიონი ტურისტული სეზონისთვის. ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს, რომელმაც ჟურნალისტებს 2018 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. ჟურნალისტები რეგიონს დღეს დატოვებენ.

საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონის მიმართ და, რა თქმა უნდა, მათ მიერ მომზადებული თითოეული სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა იწვევს ჩვენი პოტენციური ტურისტების დაინტერესებას აჭარითა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნით. ამჯერად, უკრაინელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობთ. ბუნებრივია, ისინი არიან ძალიან პოპულარული ტელეკომპანიების წარმომადგენლები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს მიაწოდონ სანდო და კარგად მომზადებული რეპორტაჟები,” – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები