LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე 3:0: გოლდენ სტეიტმა პორტლენდშიც მოიგო, ზაზა უქულოდ დარჩა

63

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ მესამე მატჩიც მოუგო „პორტლენდს“ და დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა. ერთი მოგებაც და ოკლენდელები ნახევარფინალში გავლენ, სადაც მათი მეტოქე „იუტასა“ და „კლიპერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.

პორტლენდში გამართულ სერიის მესამე მატჩში ოკლენდელთა ძირითადმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ ოთხივე ორქულიანი ააცილა და უქულოდ დარჩა, თუმცა 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. „გოლდენ სტეიტს“ აკლდა კევინ დიურანტი და თამაშის უმეტესობაც აგებდა, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში მეტოქეს აჯობა და 119:113 გაიმარჯვა.

საკვანძო გახლდათ სტეფ კარის მატჩის ბოლოს გამოჩენილი შედეგიანობა. ოკლენდელთა სნაიპერმა ბოლო წუთზე სამქულიანს ორიანიც მოაყოლა და „გოლდენ სტეიტი“ მიუწვდომელი გახადა.

სერიის მე-4 მატჩი კვლავ პორტლენდში – 25 აპრილს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები