LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური სახელმძღვანელო “დატუსაღებული ისტორია” მკითხველს დაუბრუნდა

758

„1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთთან შეერთება საბოლოოდ გააფორმა, საქართველო მეფის რუსეთის კოლონიად იქცა,“ – ასე მთავრდება ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო უფროსკლასელთათვის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ 1956 წელს სასკოლო პროგრამიდან ამოიღო და აღნიშნული წიგნით სწავლება აკრძალა.

უნიკალური სასკოლო სახელმძღვანელო სულ მალე ბიბლიოთეკებიდან, ოჯახებიდანაც გაქრა და სულ რამდენიმე ეგზემპლარად შემორჩა.

ახლა კი, ჩხიკვაძეების საგვარეულოს ინიციატივით „დატუსაღებული ისტორია“  მკითხველს დაუბრუნდა და წიგნი პირვანდელი სახით გამოიცა.

ახალი გამოცემა შევსებულია სხვადასხვა წელს ცენზურის მიერ ამოღებული მონაკვეთებით.

„დატუსაღებული ისტორია“ გვიყვება საქართველოს ამბავს უძველესი დროიდან მე–19 საუკუნის დამდეგამდე – საქართველოს რუსეთის მიერ პირველ დაპყრობამდე.

 

untitled-4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები