LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან აქცია 10:00 საათიდან განახლდება

155
2024-05-14_01-58-53_737591

მესამე მოსმენა – არა რუსულ კანონს! – 14 მაისს, 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, ხვალ, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

magti 5g