LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებული იყო, ზეწოლის ფაქტი ეცნობებინა საზოგადოებისთვის-უგულავა

84

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადენს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეცნობებინა მოსამართლეების ზეწოლის ფაქტის შესახებ.

„ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება იმას, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა. ამ საქმის ანატომია ძალიან მარტივია, თუ 14 იანვარს მოსამართლეებმა მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ის ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეცნობებინა ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ. ის, რომ მან პროკურატურას გადაუგზავნა საქმე, ეს გამოსავალი არ არის, ეს არის საქმის მიჩუმათების და ზეწოლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის დროის მიცემა, რომ მათ ახალი ფალსიფიკაცია შეეთითხნათ და შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ. იმის ნაცვლად, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებდეს დაცვას თავის კოლეგების, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებას, რომ გაუგზავნა პროკურატურას ეს საჩივარი“, – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები