LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში სხვადასხვა სახის სამუშაოები 93 მისამართზე მიმდინარეობს

98

ვაკის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 93 მისამართზე მიმდინარეობს. გეგმის თანახმად, 19 მისამართზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, 11 მისამართზე გამოიცვლება კორპუსების სახურავები, 4 მისამართზე – სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 10 ობიექტზე იცვლება კარი, 11 მისამართზე ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, 3 ობიექტზე კი კიბის შეკეთება და სადარბაზოს რემონტი ხორციელდება. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 წყალსაწრეტის მოწყობა, 3 მისამართზე სენსორული განათების დამონტაჟება გრძელდება, 2 მისამართზე კი კორპუსების გამაგრებაა დაგეგმილი. შესასრულებელი სამუშაოები გამგეობის მიერ 506635.286 ლარით დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები