LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები იზრდება

435

ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები იზრდება და მთელ სივრცეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ენიჭება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია –  მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!“ – აღნიშნა ნარმანიამ.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები