LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვანში გზა ჩამოიშალა, მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილია“ (ვიდეო+ფოტო)

51

გიგი უგულავა საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე ავრცელებს საინტერესო ვიდეო და ფოტომასალას ვანიდან, სადაც სოფელ საპრასიასკენ მიმავალი გზა ოთხშაბათს ჩამოიშალა, მოსახლეობა კი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

გიგი უგულავა წერს:

„ამ ვიდეოზე პირველი ადამიანს აფხაზეთის ომი, სვანეთის გზა გაგახსენდება. სინამდვილეში ეს ვანის რაიონის სოფელ საპრასიას გზაა, რომლითაც სოფელი ვანს უკავშირდება. გზა ოთხშაბათს ჩამოიშალა. მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილია და შემოვლითი გზებით ცდილობს გადაადგილებას. მერიიდან აქამდე არავინ გამოჩენილა. ადრე აქ კარიერი ყოფილა, რომელმაც გზას გრუნტი გამოურეცხა. შარშან მოპოვება განახლებულა. ვანის მერია, საქართვლოს მთავრობა დროზე ვიმოქმედოთ. 1000 ადამიანი სასწრაფო შველას საჭიროებს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები