LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარდების მოედანს“ სახელი შეეცვლება

75

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა. საკითხს თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს, რის შემდეგაც „ვარდების მოედანს“ სახელი შეეცვლება. კომისიის სხდომას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს დერეფანში უმრავლესობის დეპუტატს ირაკლი ზარქუასა და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს, გოკა გაბაშვილს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, თუ რატომ უნდა შეცვლოდა „ვარდების მოედანს“ სახელწოდება.

პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებას გუშინ საჯარო განხილვაზე საზოგადოების უმეტესობამ მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები