LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარდების რევოლუციის მოედანს” „პირველი რესპუბლიკის” სახელი მიანიჭეს

158

„ვარდების რევოლუციის მოედანს” სახელი გადაარქვეს და „პირველი რესპუბლიკის” სახელი მიანიჭეს, – გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათვე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტაში დაუკრეს. კენჭისყრაში მონაწიელობა არ მიუღიათ “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს.

“ვარდების მოედნისთვის” სახელის შეცვლის ინიციატივა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა წამოაყენა.