LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუ! ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!!! – წალენჯიხის მერი გახარიას პარტიის წევრის არჩევას ეხმიანება

148
1

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრის, შოთა წურწუმიას არჩევას, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ეხმიანება.

გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ხარჩილავა ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე პოსტს აქვეყნებს:

“ჩხოროწყუ! ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!!!!” – წერს ხარჩილავა “ფეისბუქში”.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში კიდევ რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა:

“ჩხოროწყუს ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ ოპოზიცია არის პოზიციების ერთგულება!”;

“ოცნების რღვევა წალენჯიხაში დაიწყო და ჩხოროწყუში გაგრძელდა!” – აცხადებს ხარჩილავა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. შოთა წურწუმიას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.

კენჭისყრაში 15 დეპუტატი – “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელო” და პარტია “საქართველოსთვის” წევრები მონაწილეობდნენ.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები.

დადასტურდა, რომ პარტიები „ენმ“ და „საქართველოსთვის“ ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა: სოზარ სუბარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები