LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა, რომ პარტიები „ენმ“ და „საქართველოსთვის“ ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა: სოზარ სუბარი

67
სოზარ სუბარი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია“. აღნიშნული განცხადება სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც განმარტა, რომ მმართველი პარტია მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში აცხადებდა, რომ „გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ და საკუთარი ქმედებებით გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს“.

სუბარის აზრით, ისინი „რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით“ შეეცდებიან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარება შეაფერხონ, თუმცა ამას „ოცნება“„არ დაუშვებს“.

გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

„გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარ ფაქტს. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია.

ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები