წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, რომელიც 2 ნოემბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, 7 ნოემბერს დაკრძალავენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გია ხარჩილავას სამოქალაქო გაცილება 14:30 საათზე გაიმართება.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას დაკრძალვა: ხუთშაბათი 7 ნოემბერი.
გამოსვენება სახლიდან 14:00 სთ, ვაჟა ფშაველას N 10. სამოქალაქო გაცილება – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია,14:30 სთ.
დაკრძალვა: 15:00 სთ საგვარეულო სასაფლაოზე“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⚫წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას დაკრძალვა: ხუთშაბათი 7 ნოემბერი. გამოსვენება სახლიდან 14:00 სთ,…
Posted by წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024
გია ხარჩილავას დაკრძალვის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე და წერს:
„ერთმანეთის გაცილებაა ეს ცხოვრება. ღმერთო, რა ძნელია. სანამ ვართ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს, გია“, – წერს იზა ომაძე.
ერთმანეთის გაცილებაა ეს ცხოვრება🙏😥 ღმერთო რა ძნელია😥🙏 სანამ ვართ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს😔😥🙏 უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს გია🙏🙏🙏
Posted by Iza Omadze on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024