LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით“ – გია ხარჩილავა მიმართვას ავრცელებს

2072
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საჯაროდ არ ჩანდა.

„მცირე (როგორც ჩანს, საჭირო) განმარტება

/საჯაროობისგან თავშეკავების მერე/:

მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით.

დღეს გამწერეს კლინიკიდან. ვარ ბინაზე, პოსტოპერაციულ მართვაზე.

მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამარისთან, ადმინისტრაციასთან-ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობის რეგლამენტი მაძლევდა შესაძლებლობას.

 

 

მცირე(როგორც ჩანს,საჭირო) განმარტება
/საჯაროობისგან თავშეკავების მერე/:
მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის…

Posted by გია ხარჩილავა / Gia Kharchilava on ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2023

 

 

გულწრფელად მაწუხებს, რომ ეს პერიოდი ფიზიკურად მოვწყდი და ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი იმ საქმეში, რაც თქვენ დამავალეთ, ძვირფასო წალენჯიხელებო!

კიდევ ცოტა დრო დამჭირდება!

მადლობა!“, – წერს გია ხარჩილავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები