LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებიც ინტერნეტით არ სარგებლობენ

214

მაშინ, როცა ცნობილი ჰოლივუდელები თაყვანისმცემელს საკუთარი ცხოვრების დეტალებით და ინსტაგრამ-ფოტოებით ანებივრებენ, ვარსკვლავთა მცირე,  ე.წ.. „ინტერნეტ-ასკეტთა“ ჯგუფი უარს ამბობს სოციალურ-მედიურ ისტერიაში მონაწილეობაზე.

 

კრისტოფერ უოკენი

ინტერვიუებში მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომ არასდროს სარგებლობს ინტერნეტით, სატელეფონო ზარებს აგენტი პასუხებს, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან საუბარს კი, სამზარეულოს კედელზე დაკიდული მოძველებული ტელეფონით ამჯობინებს.

ჯენიფერ ლოურენსი

მსახიობი აღიარებს, რომ ელექტრონული ფოსტის შემოწმებაც კი უჭირს, რომ არაფერი ვთქვათ Twitter-სა და Facebook-ზე.

უაინონა რაიდერი

2010 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში რაიდერი გამოტყდა, რომ თავი შორს უჭირავს ინტერნეტის, ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებისგან და ერთადერთი, რაც შეუძლია –  ელექტრონული ფოსტის შემოწმებაა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

ჯოლიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ სძულს ინტერნეტმაღაზიები და სოციალური ქსელი, სამაგიეროდ ძალიან მოსწონს ქაღალდის კატალოგები და მეგობრობთან ნამდვილ ბარებში ურთიერთობა. მისი ყოფილი მეუღლე კი, ცნობილი „ინტერნეტ-ასკეტია“, რომელიც ინტერვიუებშიც ხშირად ამბობს, რომ საერთოდ არ იცის როგორ მუშაობს კომპიუტერი და არც აინტერესებს.

ელტონ ჯონი

თითქმის 10 წლის წინ ელტონ ჯონმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ინტერნეტი რამდენიმე წელიწადში საერთოდ გაუქმდებოდა. მართალია, მუსიკოსის პროგნოზი არ გამართლდა, მაგრამ ის მაინც საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩა და უარს ამბობს ნებისმიერ ონლაინ-ურთერთობაზე.

ჯორჯ კლუნი

კლუნი Facebook-სა და Twitter-ის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა. მართალია, ფანების ზეწოლით მსახიობი მაინც დარეგისტრირდა Facebook-ზე, თუმცა მალე მოსწყინდა და ამაყად განაცხადა, რომ უამრავი საინტერესო საქმე აქვს და არასდროს დაკარგავს დროს მსგავს სისულელეებში.

რეიჩელ მაკადამსი

ახალ ამბებს მაკადამსი რადიოთი ეცნობა, ტელევიზორს ნაკლებად უყურებს, ინტერნეტით კი, საერთოდ არ სარგებლობს და ელექტრონული ფოსტაც არასდროს ჰქონია.

ემინემი

მიუხედავად პროგრესული შეხედულებებისა, რეპერი არ სცნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვირტუალურ ურთიერთობას კი, აბსოლუტურად რეალური მეგობრობა ურჩევნია.

ჯეიკ ჯილენჰოლი

ჯილენჰოლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს გაჯეტებს, ისე კი, თავი შორს უჭირავს ტექნოლოგიებისგან და არასდროს ინტერესდება სოციალურ ქსელში მასზე გავრცელებული ინფორმაციით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები