LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების პირველი ქორწინებები, რომლებზეც არაფერი ვიცოდით (ფოტო)

407

„ფორტუნამ“ შეარჩია ის ვარსკვლავები, რომელთა პირადი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით. წარმატებული თუ წარუმატებელი ქორწინებების პარალელურად, ამ ვარსკვლავებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, ესაა მათი პირველი ქორწინება. როგორც წესი, ამ ქორწინების შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

ბრედლი კუპერი

ბევრმა არ იცის, რომ ირინა შეიკის ახალი რჩეული და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი 2009 წელს ჯენიფერ ესპოზიტოზე დაქორწინდა. ქორწინება კი სულ 6 თვეს გაგრძელდა და განქორწინების ინიციატორი თავად ჯენიფერი გახდა.

კიმ კარდაშიანი

სატელევიზიო შოუების ვარსკვლავი და კენი უესტის მეუღლე უწინაც დაქორწინებული გახდლათ. მისი პირველი რჩეული მუსიკალური პროდიუსერი, დეიმონ ტომასი იყო, რომელსაც კარდაშიანი 2000 წელს გაჰყვა ცოლად და 4 წლის შემდეგ განქორწინდა.

ჯორჯ კლუნი

ულამაზესი ამალ კლუნი ჯორჯ კლუნის ერთადერთი სიყვარული არ ყოფილა. ბევრად ადრე 80-აინი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში  ჯორჯ კლუნი მსახიობ ტალია ბოლსამზე იყო დაქორწინებული, რომელიც მან სერიალ „სასწრაფო დახმარების“ გადაღებებზე გაიცნო. წყვილი 1993 წელს განქორწინდა.

ჯენიფერ გარნერი

ბენ აფლეკის ყოფილი მეუღლე და ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ გარნერი პირველ მეუღლეს, სკოტ ფოლის 2005 წელს დაშორდა. ზუსტად ერთ წელიწადში მან აფლეკზე იქორწინა. ამავე პერიოდში თავად ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს დაშორდა.

ჯენიფერ ლოპესი

1997 წელს ჯენიფერ ლოპესი კუბელ ოფიციანტზე, ოჰანი ნოაზე იყო დაქორწინებული. ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა, თუმცა 2006 წელს ყოფილმა მეუღლეებმა სასამართლო დავა დაიწყეს, რადგან ოჰანი ნოა ლოპესთან პირადი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა პუბლიკაციებსა და მასალებს ავრცელებდა.

ჯონი დეპი

გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში ჯონი დეპი ვიზაჟისტ ლორი ენ ელისონზე იყო დაქორწინებული, რომელსაც ორ წელიწადში დაშორდა.

ტომ კრუზი

1987-დან 1990 წლამდე ტომ კურზი ნაკლებად ცნობილ მსახიობზე, მიმი როჯერსზე იყო დაქორწინებული. მეუღლეებმა ერთად 3 წელი გაატარეს, ამის შემდეგ კი კრუზმა ნიკოლ კიდმანი გაიცნო, რომელზეც მალევე დაქორწინდა.

ანჯელინა ჯოლი

ბრედ პიტთან ქორწინებისა და ბილ ბობ ტორნტონთან  ურთიერთობამდე ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში კიდევ ერთი ქორწინება იყო. 20 წლის ასაკში მსახიობი ჯონი ლი მილერს გაჰყვა ცოლად, რომელიც ფილმ „ჰაკერების“ გადაღებებზე გაიცნო.

დემი მური

ბრიუს უილისთან ქორწინებამდე დემი მური როკ მუსიკოს ფრედი მურზე იყო დაქორწინებული. ამ დროს მსახიობი მხოლოდ 18 წლის გახლდათ.

 

პოპულალურები