LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მოსამართლე გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ – ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი

67

ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მოსამართლე გამოიტანს სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ,” – ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ, გააკეთა.

“სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ ასზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტიზის შედეგად აღდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვა სახის დოკუმენტები. ეს უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოსამართლე დავარწმუნეთ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში. შესაბამისად, საზოგადოებასაც ვარწმუნებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ, როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაში,” – განაცხადა გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები